|
2018-04-20 20:37:59, 2469 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ რუსეთის, WikiLeaks-სა და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ნაციონალურმა კომიტეტმა რუსეთის ხელისუფლებას, პროექტ WikiLeaks-სა და დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის შტაბს, სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს. სარჩელში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი რუსეთის მთავრობასთან ერთად შეთქმულებაში მონაწილეობდა, რათა არჩევნებში მისი ოპონენტის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის დისკრედიტაცია მოეხდინა. მათი თქმით, ორგანიზებული იყო კომიტეტის კომპიუტერული ქსელის გატეხვა, ხოლო მოპოვებული ინფორმაცია ინტერნეტში WikiLeaks-ის დახმარებით გავრცელდა. "2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში რუსეთმა ჩვენს დემოკრატიაზე ტოტალური იერიშის მიტანა დაიწყო“,-ნათქვამია კომიტეტის თავმჯდომარის ტომ პერესის განცხადებაში. მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეებმა აღიარონ შეთქმულება. გარდა ამისა, აშშ-ის დემოკრატიული პარტია მრავალმილიონიან კომპენსაციას ითხოვს თავიანთი კომპიუტერული სერვერების დაზიანებისთვის. მათი თქმით, ჰაკერულმა თავდასხმამ მათ შეუზღუდა შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონოდათ ამომრჩეველთან და ეფექტურად ემუშავათ. სარჩელის ზუსტი თანხა მითითებული არ არის. ტრამპის მხრიდან მოპასუხეებს შორის შედიან უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი. ასევე შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი და მისი მოადგილე რიკ გეიტსი. გარდა ამისა, მითითებულია რუსული დაზვერვა "გრუ" და ბიზნესმენი ემინ აგალაროვი - მომღერალი, მუსიკოსი და კომპანია Crocus Group-ის ვიცეპრეზიდენტი. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ს ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)