21:41 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 18:33:48, 2282 ნახვა

მსოფლიო
ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა

ერევანში ანტისამთავრობო აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 233-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ერევნის პოლიციის პრესსამსახურის უფროსზე ედგარ ჯანოიანზე დაყრდნობით იუწყება.

"ამ ეტაპზე განყოფილებაში 233 ადამიანია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა ის მომიტინგეები დააკავეს, ვინც ქუჩების ბლოკირებას ახდენდა", - განაცხადა ჯანოიანმა.

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისთვის პოლიცია ევაკუატორებს იყენებს. ქუჩებიდან ის ავტომობილებიც გაყავთ, რომლებშიც მძღოლები და მგზავრები იმყოფებიან.

მანამდე ვრჩელდებოდა ცნობა, 166 დაკავებულის შესახებ. ერევანში აქცია დილიდან განახლდა. ამასთან, დილიდან ფაშანიანმა სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების დაწყების შესახებ განაცხადა.

ცნობისთვის, ვითარება ერევანში 16 აპრილს დაიძაბა, როდესაც მომიტინგეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადეს. აღნიშნულს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან პარტია „სამოქალაქო თანხმობა“ სომხეთის ქალაქებში მსვლელობებს მართავდა, რაც 13 აპრილს ერევანში გამართული მიტინგით და საფრანგეთის მოედანზე მჯდომარე აქციით დასრულდა. 14 აპრილს აქციის მონაწილეები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და ეთერი მოითხოვეს. ოპოზიცია გრძელვადიან აქციებსა და გაფიცვებს აანონსებს. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანის დანიშვნას აპროტესტებენ. ამასთან, სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანი 17 აპრილს, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო
მოიგებს თუ არა კვარაცხელია ოქროს ბურთს? | მოლოდინები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics