|
2018-04-20 13:04:22, 1560 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში რამდენიმე მისამართზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, რამდენიმე მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ რიყის ქვის გზას ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. ბაგრატიონის ქუჩასა (1750მ2) და 9 ძმის მეორე შესახვევში (385მ2) რიყის ქვის დემონტაჟი განხორციელდა, ქვაფენილის გამაგრების ზოლები განთავსდა და ამ ეტაპზე, ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა მიმდინარეობს. ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე გათვლილი გზის მშენებლობის დასრულება ერთ თვეში იგეგმება. სამუშაოები უკვე დასრულდა აფხაზეთის ქუჩის პირველ შესახვევში (403მ2) და მოსახლეობას უკვე საშუალება აქვს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს. აღნიშნულ მისამართებზე საგზაო ინფრასტრუქტურა რამდენიმე ათეული წელია არ მოწესრიგებულა. არსებული რიყის ქვა მთლიანად დაზიანებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას დისკომფორტს უქმნიდა. წლის ბოლომდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ქვაფენილის მოწყობას კიდევ სამ მისამართზე გეგმავს. საგზაო სამუშაოებს კომპანია შპს „გლობალ ჰაუსი“ ასრულებს.
(NS)
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)