21:38 - 12 Aug, 2026
|
2018-04-20 11:01:09, 1871 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატმა NASA-ს ხელმძღვანელის პოსტზე კონგრესმენი ჯეიმს ბრაიდენსტაინი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა NASA-ს ხელმძღვანელის პოსტზე კონგრესმენი ჯეიმს ბრაიდენსტაინი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაცია NASA-ს ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასული წლის სექტემბერში წარადგინა. მედიის ცნობით, კენჭისყრა მკაცრი პარტიული ხაზით წარიმართა, რადგან ბრაიდენსტაინის კანდიდატურას მწვავედ აკრიტიკებდნენ დემოკრატები, რომლებიც კანდიდატის არასაკმარის კვალიფიკაციაზე მიუთითებდნენ. სენატში ბრაიდენსტაინს მხარი 50-მა სენატორმა დაუჭირა. წინააღმდეგ 49 წავიდა. NASA-ს ახალი ხელმძღვანელი 42 წლისაა. მან კარიერა აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო მფრინავობით დაიწყო. შემდეგ ის ოკლაჰომას შტატში ავიაციის მუზეუმს ხელმძღვანელობდა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)