16:12 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-18 16:34:44, 1507 ნახვა

საზოგადოება
21 აპრილს The Chemical Brothers-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

თიბისი სტატუსი და Eastern Promotions წარმოგიდგენთ The Chemical Brothers-ს. დუეტი პირველ სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე დაუკრავს. ბილეთების პირველი კალათა 21 აპრილიდან გაიყიდება.

ბრიტანული დუეტი 1989 წელს შეიქმნა, 1998 წელს კი პირველად აიღო გრემი სიმღერით Block Rockin' beats  ნომინაციაში როკის საუკეთესო ინსტუმენტული შესრულება. 2006 წელს მათ  გრემის ორი ჯილდო მიიღეს საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისა და საუკეთესო საცეკვაო ალბობის კატეგორიაში. 2010 წელს კი ამ უკანასკნელ ნომინაციაში დუეტი კიდევ ერთხელ გახდა ჯილდოს მფლობელი ალბომით We Are The Night.

ედ სიმსონისა და ტომ როულენდსის დუეტზე საუბრისას, აღსანიშავია მათი კოლაბორაციული პროექტების შთამბეჭდავი კატალოგი. სხვადასხვა დროს მათ ითანამშრომლეს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან New Order-ის სოლისტი ბერნარდ სამნერი, ლეგენდარული ჰიპ-ჰოპ კოლექტივის A Tribe Called Quest-ის წევრი Q-Tip, Beck, Noel Gallagher, The Verve-ს ვოკალისტი რიჩარდ ეშკროფტი და Klaxsons.

The Chemical Brothers  ხშირად თანამშრომლობს ცნობილ რეჟისორებთანაც. მიშელ გონდრის მათი სამი კლიპი Let Forever Be, Star Guitar და Go ეკუთვნის. სპაიკ ჯონსმა კი ცნობილი ვიდეო Elektrobank გადაიღო, სადაც მთავარ როლს თავად სოფია კოპოლა თამაშობს. ვიდეოგრაფიაში ფიგურირებს ნიკ გოფრის და დომინიკ ჰოულის სახელიც.

"ჩვენ უკვე ბევრ ქორწინებაზე დიდი ხანია ერთად ვართ" - ამბობს ტომ როულენდსი

ელექტრონული მუსიკოსების დუეტი, რომელიც უკვე 29 წელია არსებობს, მალე საქართველოს ეწვევა!

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics