|
2018-04-18 13:34:56, 1536 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებზე იმსჯელეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის Global Forest Watch” (GFW) ეროვნული სამეთვალყურეო/მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია, დაგეგმილი და პრიორიტეტული აქტივობები და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს. პროექტის წარმომადგენლებმა „ტყისა და მიწათსარგებლობის ინფორმაციის და გადაწყვეტილების მხარდამჭერი“ (FLUIDS) სისტემის შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა მსჯელობა ტყის მართვის დონის ინვენტარიზაციაზე, ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებსა და UNFCCC / NCD ტყის ნაწილის ვალდებულებების აღსრულებაზე, ასევე განხილულ იქნა ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის სტატუსი. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP), მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI), გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)