|
2018-04-18 13:04:44, 1431 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ჯოს დოუმასთან შეხვედრაზე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტები განიხილა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯოს დოუმას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გაერთიანებული სამინისტროს ფარგლებში დაგეგმილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. მინისტრმა ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ლევან დავითაშვილმა ელჩს მსხვილი სასათბურე კლასტერის პროექტი გააცნო, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით, იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას ითვალისწინებს. მინისტრმა ასევე ნიდერლანდების სამეფოში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კენკროვანი კულტურების განვითარების პროექტსაც.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)