|
2018-04-17 17:28:56, 2166 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანი აირჩია
სომხეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად სერჟ სარგსიანი აირჩია, - ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა განაცხადა. "სარგსიანის კანდიდატურას მხარი პარლამენტის 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 17 კანონმდებელი წინააღმდეგი იყო", - განაცხადა ბაბლოიანმა. "რია ნოვოსტის" ცნობით, არჩევის შემდეგ სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტები ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვის გაძლიერება და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სერჟ სარგსიანმა კონსტიტუციის ახალი რედაქცია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ძალაუფლება ქვეყანაში პარლამენტის და მთავრობის ხელში გადავიდა. რაც შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, ის მხოლოდ წარმომადგენლობით ფუნქციას შეასრულებს. სომხეთის ახალ პრეზიდენტად არმენ სარქისიანი დანიშნეს. ცნობისთვის, სერჟ სარგსიანის პრემიერად დანიშვნას მოსახლეობა აპროტესტებს. ერევანში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო უწყებების ბლოკადა განახორციელეს. ამასთან, მიტინგის დროს 46 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 პოლიციელი. ფიზიკური დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა 29 პირი დააკავეს. პარალელურად ოპოზიციონერმა დეპუტატმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
პენიტენციური სამსახურის უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ, გიორგი პატარიძემ პენიტენციურის უფროსის პოსტი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)