|
2018-04-16 12:07:46, 1368 ნახვა
საზოგადოება
გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დამტკიცდა
საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისთვის 2018-2020 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. ეროვნული ჩარჩო-დოკუმენტები აერთიანებს სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამის ერთიან და თანმიმდევრულ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია, როგორც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასა და პრევენციაზე, ისე - დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ქალების საჭიროებებზე. სამოქმედო გეგმებში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და აქტივობა ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 და 16-ე მიზნებს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW), გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისა (UPR) და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის ანგარიშებში მოცემულ რეკომენდაციებს და პასუხობს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მოთხოვნებს. 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმების შედგენისას, დეტალურად გაანალიზდა გასული წლების სამოქმედო გეგმების შემუშავების, განხორციელებისა და შეფასებიდან მიღებული გამოცდილება, სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონსულტაციები გაიმართა დევნილ და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან და გათვალისწინებულ იქნა უშუალო ბენეფიციართა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა რეკომენდაციები. სამოქმედო გეგმების ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც მიზნების, ისე ამოცანების დონეზე. სამოქმედო გეგმის განხორციელების ეტაპები თანხვედრაშია საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების ვადასთან.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)