|
2018-04-14 14:58:18, 1510 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოწაფეების მონაწილეობით მათი ღვაწლი გაძლიერდება, რომლის საფუძველიც უკვე შექმნილია უნივერსიტეტში. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის დამსახურება, ღირსების ორდენით, ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)