00:02 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 14:02:08, 2066 ნახვა

მსოფლიო
იუნკერი: სარაკეტო დარტყმა იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სირიაში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გამოეხმაურა.

როგორც იუნკერი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია.

"საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკამ კოორდინირებულად განახორციელეს სარაკეტო დარტყმა სირიაზე, რომელიც იყო პასუხი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. მსგავსი იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება გამოავლინოს ის პასუხისმგებელი პირები, ვინც ნებისმიერ ქიმიურ თავდასხმას ახორციელებს. ეს არ იყო პირველი შემთხვა, როდესაც სირიამ თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, თუმცა ეს უნდა გახდეს ბოლო შემთხვევა", - ნათქვამია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.

აღსანიშნავია, რომ სირიაზე სარაკეტო დარტყმას მსოფლიო ლიდერები უკვე გამოეხმაურნენ. საერთაშორისო კოალიციის ქმედებებს მხარი ევროკავშირმა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა დაუჭირეს. რაც შეეხება რუსეთს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics