|
2018-04-13 16:50:43, 1670 ნახვა
საზოგადოება
ქართველი გამომგონებელი მოსწავლე გოგონები NASA-ში მიემგზავრებიან
ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი "რობოტი ლაბორანტი" გავიდა. პროექტის ავტორები წელს აშშ-ში, NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება ფაბრიკაში გაიმართა და მას ფონდის აღმასრულებელი ფირექტორი მაგდა მაღრაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსულებელი ელიზაბეთ რუდი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტიში პირველ ადგილზე გასული გუნდის გარდა, ასევე გამოვლინდა მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდებიც. მეორე ადგილი ვანის სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა დაიკავეს. მათ მეხანძრის სპეციალური ტანსაცმელი გამოიგონეს. მესამე საპრიზო ადგილი ასევე გიმნაზია AIA GESS-ს მოსწავლეებმა მოიპოვეს. მათ ჰაერის დამასუფთავებელი გამოგონება წარუდგინეს ჟიურის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და პროექტში ჩართულმა ორგანიზაციებმა პრიზებით ფინალში გასული ყველა გუნდი დააჯილდოეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე მონაწილეობას მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეები იღებდნენ: ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან, რომლებმა სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტები წარადგინეს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე რამოდენიმე წელია ტარდება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება და ჯამში 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მასშტაბით. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანთანამშრომლობით.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)