11:13 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 14:46:21, 335 ნახვა

საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება

ყველა იმ მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკური განვითარების მიზნით გაფორმდა საქართველოსა და ჩინეთს შორის, სამუშაო ჯგუფები ჩამოყალიბდება, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან აღნიშნული მემორანდუმების იმპლემენტაციაზე, - ასეთ შეთანხმებას მიაღწიეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონ შანთან. 

ერთ-ერთი მათგანი, რომელზეც ყურადღება გამახვილდა, შეეხებოდა „სარტყელისა და გზის ინიციატივის" განვითარების პერსპექტივებს. კონკრეტულად ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა დარგებში თანამშრომლობაზე, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ. ამ მიმართულებით იგეგმება სამწლიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და მის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი.

კიდევ ერთი მემორანდუმი უშუალოდ შეეხება ჩინეთში ქართული პროდუქციის იმპორტს. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნის მისაღწევად უნდა შეიქმნას საქართველო-ჩინეთის მეწარმეთა საბჭო, მოხდეს ქართული საექსპორტო პროდუქციის ჩინეთის იმპორტის პოპულარიზაციის ვებგვერდზე (www.import.org.ch) განთავსება, ვაჭრობის ხელშემწყობი დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება და სხვა.  აღინიშნა, რომ ამ ვებგვერდზე ქართული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება გაზრდის მათ პოპულარობას  და გაყიდვებს ჩინეთის ბაზარზე.

მესამე მემორანდუმი, რომელზეც სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. შეეხება საწარმოო სიმძლავრეების გადმოტანას ჩინეთიდან საქართველოში და ეკონომიკური ზონების განვითარებას,

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ და სხვა მემორანდუმის მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად იმუშავებენ, რათა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics