|
2018-04-11 14:09:59, 1969 ნახვა
საზოგადოება
რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ მედია“ ქართულ ტელებაზარზე შემოდის
რუსული მედიაჰოლდინგი „გაზპრომ-მედია“, რომელსაც НТВ-ПЛЮС-ის ბრენდი ეკუთვნის, საქართველოს ფასიან სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ამის შესახებ ინფორმაცია, კომპანიის საიტზე გამოქვეყნდა. „გაზპრომ-მედიას“ გენერალური დირექტორის, დიმიტრი ჩერნიშენკოს განცხადებით, „გაზპრომ-მედიას“ უკვე აქვს თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება ქართულ კომპანია „მედია ჯგუფთან“, რომელიც ჰოლდინგის 20-ზე მეტი ტელეარხის ექსკლუზიური დისტრიბუტორია. საზღვარგარეთ ჩვენ მედიაკონტენტზე არსებული დიდი მოთხოვნა ამ პარტნიორობის პოტენციალზე მიუთითებს“. ასევე, НТВ-ПЛЮС- ის გენერალური დირექტორი მიხაილ დომინი ამბობს, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყების მიზანი მხოლოდ ბიზნესი არაა და მათ სოციალური მისიაც აქვთ. “გეოგრაფიული ექსპანსია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტებია. საქართველო, რასაკვირველია, არის პერსპექტიული ბაზარი, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში მაუწყებლობის დაწყება არა მარტო ბიზნეს საქმეს წარმოადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასევე სოციალური მისია. მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ დსთ-ს ქვეყნებში შესვლას", - განაცხადა დომინმა. კომპანია „მედია ჯგუფის“ გენერალური დირექტორის დავით ნაკაშიძის განცხადებით, „НТВ-плюс“-ი ძლიერი და ცნობილი ბრენდია, რომელიც ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს აწარმოებს. „საქართველოში რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მოთხოვნა არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინადადება საქართველოში აბონენტებს დააინტერესებს“, - აღნიშნა დავით ნაკაშიძემ. რუსულმა ტელემაუწყებელმა საქართველოში ლიცენზია უკვე მიიღო. რუსული კომპანია გეგმავს ქართველი მაყურებლისთვის ორი პაკეტის შეთავაზებას. პირველში 50-მდე არხი შევა, მეორეში კი 90-ზე მეტი. კომპანია წლის ბოლომდე 30 000 აბონენტის მოზიდვას აპირებს.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)