|
2018-04-10 13:05:31, 2366 ნახვა
საზოგადოება
მოქალაქეებს პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება TP.ge-ზე შეეძლებათ
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის ინფორმაციით, დედაქალაქში კონტროლიორ-ინსპექტორები დღეს, დღის მეორე ნახევრიდან გამოჩნდებიან. როგორც კობახიძემ აღნიშნა, პარალელურად საინფორმაციო აბრების შეცვლა მიმდინარეობს, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი. მანვე დასძინა, რომ აბრებზე ასევე თბილისის პარკინგის ინტერნეტ მისამართი - TP.ge იქნება მითითებული. მოქალაქეები აღნიშნულ ვებ-გვერდზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას და ჯარიმის გადახდას შეძლებენ. რაც შეეხება ჯარიმებს, კობახიძის განცხადებით, ჯარიმების რაოდენობა არ გაიზრდება. "დილიდან გასულია ტექნიკური ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. ასევე, შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით იქნებიან აღჭურვილი და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, მთლიანად აღჭურვილი არის კომპანიის ყველა შესაბამისი თანამშრომლები. პირველ ეტაპზე ვიქირავეთ ევაკუატორები. ტენდერია გამოცხადებული და 2-3 თვის ვადაში შევიძენთ ევაკუატორებს. პირველ ეტაპზე 10 ევაკუატორით მოხდება ქალაქის მომსახურება", - განაცხადა კობახიძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)