|
2018-04-10 11:21:52, 1690 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სხვადასხვა რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროექტიდაახლოებით2მილიონი ლარის ღირებულებისაა და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. „პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, რათა სამუშაოების გამო არ შეფერხდეს მოსახლეობა. დედაქალაქის მერმა მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს სამუშაოების პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილ სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს იწყებარამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება დაახლოებით 300 000 ლარია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები. ირაკლი ბენდელიანის თქმით, სამუშაოების ფარგლებში საჭირო გახდება ტრანსპორტის მოძრაობის ეტაპობრივი შეზღუდვა, რასაც თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს. თბილისის მერის მოადგილემ საზოგადოებას, ასევე, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მასში 2 300 000 ლარი დაიხარჯება. მისივე ინფორმაციით, ასევე, დაიწყება მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაციაც. „რამდენიმე დღეში დაიწყება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე მდებარე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები. პროექტის ღირებულება დაახლოებით 8 მილიონი ლარია და სამუშაოები 2019 წელს დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
(NS)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)