|
2015-05-21 13:20:40, 899 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი: ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნებია
სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის, შეფასებით, ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნები არსებობს. ამის შესახებ ნანუაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ომბდუსმენის ანგარიშში 2013-2014 წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეებიც მოხვდა, მათ შორის, ანგარიშში საუბარია "ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონოდ გაყვანისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე". "საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველი აპარატში ათეულობით საჩივარი იყო შემოსული, რომელიც სწორედ მსგავსი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა და სამწუხაროდ, ბევრი საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით კვლავ კითხვის ნიშნებია. დღემდე უცნობია 2013 -2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები.მათ შორის თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ, უკანონოდ აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდოდ უკანონოდ გაყვანისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე.კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე ე.წ. ტრაქტორების საქმეზე, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საქმეების გამოძიებას ჩვენ წინა წლებშიც ვითხოვდით",-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ვინ იყო დოლი პარტონი, ბიოგრაფია და ცნობილი ადამიანების გამოხმაურებები
მსოფლიოში უდიდესმა კონტეინერმზიდმა კომპანიამ რუსეთის შავი ზღვის პორტები დატოვა - Bloomberg
Bloomberg: პუტინი უკრაინაში ესკალაციისთვის ემზადება და შესაძლოა, ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართოს
ლუკაშენკომ ჯარების მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შესახებ განაცხადა CIA-ს ხელმძღვანელის პუტინთან ვიზიტის პარალელურად
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ „პატრიოტის“რამდენიმე რაკეტა მიიღო
რუსეთმა მოლდოვასთან სასაზღვრო კიდევ ერთ პუნქტი დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)