02:00 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-07 15:39:45, 2355 ნახვა

მსოფლიო
კანადაში ავტოავარიას 14 სპორტსმენი ემსხვერპლა

კანადაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 14 სპორტსმენი დაიღუპა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. უბედური შემთხვევა სასკაჩევანის პროვინციაში, ერთ-ერთ მაგისტრალზე მოხდა.

მედიის ცნობით, ავტობუსში Humboldt Broncos-ს ჰოკეისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც სხვა ქალაქში მატჩზე მიდიოდნენ. სპორტსმენები 16-დან 21 წლამდე ასაკის იყვნენ. 

ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. სამედიცინო დახმარების ჯფუფებმა კიდევ 14 დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო გამოეხმაურა. მან დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics