|
2018-04-06 17:56:55, 1594 ნახვა
საზოგადოება
„სოლიდარობა ტყიბულს!“ - შრომის უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„სოლიდარობა ტყიბულს!“ - ამ ლოზუნგით „აუდიტორია 115“ და არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისში აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მინდელის სახელობის შახტაში დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ და შრომის უსაფრთხოების წესების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მინისტრმა პოსტი უნდა დატოვოს. „ახლა ბრძოლის დროა. თუ არ ვიბრძოლებთ, უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ. თითოეული მეშახტე ყოველ დღე უყურებს სიკვდილს თვალებში და არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა ცოცხლები სახლებში. ეს არის დაუღალავი ბრძოლისა და წინააღმდეგობის დღე. არ წავალთ კომპრომისზე. პოლიტიკურ ელიტას უნდა გავაგებინოთ, რომ ასე აღარ გაგრძელდება. მათ ჩვენი უნდა ეშინოდეთ და ასევე უნდა ეშინოდეთ იმ მეშახტეების, რომლებიც ხმას ამოიღებენ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება და ეს სტატისტიკა შემზარავია. ეკონომიკური ელიტა გამოდის ცრემლებით სავსე თვალებით, შეწუხებული სახეებით და ამბობს, რომ აუცილებლად დამნაშავეები დაისჯებიან, თუმცა დასჯილ დამნაშავეებს ჩვენ ვერ ვხედავთ. დამსაქმებლები მუდმივად რაღაცებს იმიზეზებენ, ხანდახან ამბობენ, რომ მუშები არ იცავენ წესებს, ხან ამბობენ, რომ მოხდა მიწისძვრა, რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა. უნდა ამოვიღოთ ხმა, სანამ ყველა არ მომკვდარა“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი - „სიკვდილის შახტა“, „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს“, „შრომა აკეთილშობილებს, ჩვენთან კლავს“ და სხვა. აქციაში ასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობით თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. აღნიშნულის გამო, ნაწილობრივ გადაკეტილია მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირი. მოქალაქეების უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ. ამასთან, „აუდიტორია 115“-ის წევრებმა 11 აპრილს მორიგი აქცია დააანონსეს. „ჩვენ არ დავიღლებით აქციების გამართვით. მზად ვართ ყოველდღე ან თუნდაც კვირაში ერთხელ გავმართოთ მსგავსი ტიპის აქციები“, - აცხადებენ „აუდიტორია 115“-ის წევრები.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)