|
2018-04-03 17:06:02, 1290 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანმა და აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანმა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ელისონ დუნკანი მიიღო. შეხვედრა ამერიკელი მოსამართლის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც ელისონ დუნკანთან ერთად ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები. აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვიზიტის მიზანი საქართველოში სასამართლო რეფორმების მიმდინარეობის პროცესის გაცნობაა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, როგორც მართლმსაჯულების სფეროს რეფორმის განმახორციელებელი უწყების ხელმძღვანელმა, ელისონ დუნკანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რეფორმის სამივე ტალღასა და არასრულწლოვანთა სისხლის მართლმსაჯულების კოდექსზე. თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზეც ისაუბრა. იუსტიციის მინისტრმა სტუმარს მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა გააცნო, რომელთა შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპოლიტიზაცია; დაბრუნდა სატელევიზიო კამერები სასამართლო დარბაზებში; დამკვიდრდა მოსამართლეთა შეფასების სისტემა და შემუშავდა მისი კრიტერიუმები; დაინერგა სასამართლოებში საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა. საუბარი შეეხო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმასაც, რომელმაც პირველად შექმნა ქართული მართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზებული სისტემა 14-18 წლების ასაკის მოზარდთათვის და მოარგო ის ბავშვთა საუკეთესო ინტერესებს. თეა წულუკიანმა ელისონ დუნკანს რეფორმირების პროცესის გაგრძელების საკუთარი ხედვაც გააცნო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღესვე მოსაგვარებელია, რადგან, მინისტრის აზრით, როდესაც მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები მნიშვნელოვანი საკითხების სამუშაო რეჟიმში განხილვის ნაცვლად ამ საკითხებზე ტელევიზიების მეშვეობით მსჯელობენ, მართლმსაჯულების ინტერესი ზიანდება და ასეთ მიდგომას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობის აუცილებელ პრინციპთან. იუსტიციის მინისტრისა და აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შეხვედრა „USAID"-ის პროექტის − „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" − ორგანიზებით გაიმართა.
(NS)
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)