|
2018-04-03 14:04:59, 1682 ნახვა
საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა სწავლება გაიარეს
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლობა ევროკომისიის სამოქალაქო თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების საერთაშორისო საველე სწავლებიდან დაბრუნდა. ოპერაციებში ცენტრის ორი პარამედიკოსი და ექიმი მონაწილეობდა. წვრთნები სამოქალაქო თავდაცვის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობდა. სცენარის მიხედვით, ჯგუფები წყალდიდობის, მიწისძვრისა და მეწყერის ჩამოწოლისას გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მაგალითებს აჩვენებდნენ. საწვრთნელი მოდულის მიხედვით, კოორდინირებული მუშაობის ნიმუშებს სამი სახის საძიებო, სამაშველო და სამედიცინო ერთეულები წარმოადგენდნენ. საველე სწავლება ბულგარეთში 20-დან 23 მარტამდე მიმდინარეობდა. საქართველოს წარმომადგენლები სიმულაციურ წვრთნაში სამოქალაქო უსაფრთხოების ერთიანი მექანიზმის მონაწილე ქვეყნებთან ერთად მონაწილეობდნენ. მიწვეული ქვეყნის სტატუსით საერთაშორისო სწავლებაზე საქართველოს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი პირველად წარსდგა. სამოქალაქო თავდაცვის სფეროში წვრთნები ევროკომისიის დაფინანსებით ხორციელდება და მსგავს სიტუაციებში გადაუდებელი დახმარების სამსახურების მზადყოფნის შეფასებას, ასევე, კადრების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებას და ერთობლივი ოპერაციების დროს სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან ერთად კოორდინირებულ მუშაობას ისახავს მიზნად.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)