|
2018-04-03 13:14:00, 1653 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ავტომობილები გადაეცა
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში სატრანსპორტო პარკის განახლების პროცესი გრძელდება. ცენტრს „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი შეემატა, რომლითაც მოძველებული ავტომანქანები ჩანაცვლდა. სასწრაფო დახმარების ახალი მანქანები თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასთან და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, მომავალ წელს კიდევ 70 ახალი ავტომობილის შეძენაა დაგეგმილი. „დღეს თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს ათი ახალი ავტომობილი გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. მომავალ წელს, 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა გვაქვს დაგეგმილი. ეს არის იმისთვის, რომ სერვისი გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება არავის დასჭირდეს, თუმცა სერვისი მაღალი დონის იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი ავტომანქანები გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის აუცილებელი უახლესი მოწყობილობითაა აღჭურვილი და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს სრულად შეესაბამება. დღეისთვის, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სამედიცინო წესით აღჭურვილ 97 სპეცმანქანას ითვლის.
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)