|
2018-04-02 14:35:37, 1262 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ძირითადად მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა
სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის თანახმად, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ძირითადად მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა. ომბუდსმენის ინფორმაციით, მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის და დისკრიმინაციის წამახალისებელი ფაქტები, მათ შორის, საქართველოს რიგ საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების უფლების რეალიზაციის დროს გამოვლინდა. "ადგილი ჰქონდა მუსლიმ მოსწავლეთა რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვის, ასევე, სასკოლო განათლების პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა თუ იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების შემთხვევებს. ერთ-ერთი მსგავსი საქმე იყო ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტი, როდესაც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მუსლიმ მოსწავლე გოგონას სკოლაში ჩარიცხვის სანაცვლოდ ჰიჯაბის მოხსნა მოსთხოვა", - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ომბუდსმენის თქმით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას მუსლიმ პირებს ექმნებოდათ დაბრკოლებები: მათ სხვა პირებისგან განსხვავებით საზღვარზე აყოვნებდნენ, ინტერესდებოდნენ მათი მოგზაურობის მიზეზით, თურქეთის რესპუბლიკასთან კავშირითა და სხვა მუსლიმ პირებთან ურთიერთობებით; ასევე, აიძულებდნენ რელიგიური ლიტერატურის დათმობას.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)