|
2018-03-31 13:28:16, 1992 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო ეკა მესხიძის მიერ თეა წულუკიანისთვის გაგზავნილი მიმართვის ასლს აქვეყნებს
„ეკა მესხიძემ იკადრა ტყუილი, როცა 2018 წლის 24 მარტს საზოგადოებას უთხრა, თითქოს იუსტიციის მინისტრმა იცოდა მის მიერ გახმაურებული ამბის შესახებ და თითქოს მინისტრმა მას უპასუხა, რომ "ეს არაფერია", - ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სინამდვილეში, ეკა მესხიძემ მინისტრს რეაგირებისთვის მხოლოდ 2018 წლის 27 მარტს მიმართა. „სწორედ ამ დღეს შემოიტანა იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში წერილი და სახალხო დამცველის რეკომენდაციის ასლი თეა წულუკიანის სახელზე (მესხიძის მიერვე დართული განაცხადი მოთხოვნით და მისი ჩაბარების თარიღი იხილეთ ტექსტის ბოლოს). აქვე აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია, რომელიც მინისტრის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის დროს გამოვიდა და ამავდროულად მხარეების გარდა (მესხიძე-უგრეხელიძე) სხვა პირებისთვის კონფიდენციალურია, ეკუთვნის პირადად პაპუნა უგრეხელიძეს. კერძოდ, პაპუნა უგრეხელიძეს სახალხო დამცველი აძლევს რეკომენდაციას შექმნას ჯანსაღი სამუშაო გარემო. მოწოდება გადადგომის, ან თანმდებობის დატოვების შესახებ დასკვნაში არ არის“, - აცხადებენ სამინისტროში. უწყება ასევე მინისტრის კომენტარს ავრცელებს: "ჩვენ, ქალებს გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული; ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი. მსხვერპლმა, რომელიც "რუსთავი 2"- ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი რომ მერე რა მოხდა ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა ეს ბრძოლა წინ ვერ წავა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის დავები რომლებიც სასამართლოში მიმდინარეობს, მხარეებს მიეცეთ საშუალება მშვიდ პირობებში სასამართლოს განახილინონ. როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა, და საქმის მასალები რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს მომავალში არცერთმა არ უნდა ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ ქალებს ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)