|
2018-03-30 12:31:44, 1760 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხები გაზარდა. ამ თემასთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა. დევნილა და განსახლების სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ამ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სახლი 2000 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. პროექტი არა ერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული. სოფლად შესყიდულ სახლებს თან ახლავს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გარდა ამისა, დევნილი ოჯახები თავად არჩევენ საცხოვრებელ ადგილსა და სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. „სოფლად სახლის“ შესყიდვის მოთხოვნით განაცხადების მიღება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და ყველა იმ დევნილი ოჯახის განსახლების საკითხი განიხილება, რომლებსაც მინიმუმ 3,5 ქულა მიენიჭებათ. „სოფლად სახლის“ შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა, დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით, 17 000 ლარიდან 31 000 ლარამდე მერყეობდა. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ აღნიშნული თანხა გაზარდა და განსაკუთრებული პრიორიტეტი მრავალსულიან დევნილ ოჯახებს მიანიჭა. მაგალითისათვის, 7-სულიან დევნილ ოჯახს სამინისტრო „სოფლად სახლის“ შესყიდვის მიზნით, 26 000 ლარს ნაცვლად, 32 000 ლარს გამოუყოფს. სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების პარალელურად, მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენაზეც ზრუნავს. ამ მიზნით, სამინისტროსთან არსებული საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, USAID-თან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, დევნილ ოჯახებს, რომლებსაც სამინისტრომ „სოფლად სახლი“ უკვე შეუსყიდა, სასათბურე მეურნეობის დასაწყებად ან განსავითარებლად გრანტები გადაეცემათ. დაფინანსებისას პრიორიტეტი მიენიჭებათ გამყოფ ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში მცხოვრებ დევნილებს. პროექტის ბიუჯეტი 200 000 ლარს შეადგენს. დევნილ ოჯახზე გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 000 ლარით განისაზღვრა. დაფინანსების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 30 მარტს დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დევნილი ოჯახები განაცხადებს თბილისში, ზუგდიდში, გორსა და ახალციხეში USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ოფისებში შეავსებენ.
(NS)
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)