|
2018-03-30 10:55:24, 1649 ნახვა
საზოგადოება
2017 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულება - IDFI-ს ანგარიში
IDFI 2017 წლის ღია და დახურული საჯარო უწყებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს, IDFI-იმ 289 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 7 728 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 4 604 განცხადებაზე, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 483 მოთხოვნაზე, უარი მიიღო 51 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 946 მოთხოვნა, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება, ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია. „2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 39-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის იყო შემდეგისამინისტროები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“,-აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტუში. IDFI-ის ინფორმაციით, 2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა სსიპ - შემოსავლების სამსახური. „შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა,საიდანაც პასუხი ინსტიტუტს სამწუხაროდ, არც ერთ მოთხოვნაზე არ მიუღია. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2013 წლისშემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება. 2017 წელს შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება დაუპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრორომელმაც 2016 წლის 81,9%*-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაშიმაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით. 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა. ცენტრალურ საჯარო დაწესებულ 2016 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამორჩეულიააგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%“,-ნათქვამია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)