|
2018-03-30 10:37:38, 370 ნახვა
სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.უ. დამნაშავედ სცნო. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. "სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის აგვისტოში, მ.უ-მ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქის გ.უ-ს საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო, რის შემდგომ ჩამოართვა პასპორტი, საცხოვრებლად მოათავსა ნაქირავებ ბინაში, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. მ.უ-ს დაზარალებული ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში გადაჰყავდა და იძულებით მის სექსუალურ ექსპლუატაციას ახდენდა, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა. ვინაიდან მ.უ. მიემალა გამოძიებას, 2017 წლის 31 ოქტომბერს მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლისკოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთგაყვანით), აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ.უ. დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ დაზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)