|
2018-03-29 14:33:17, 1626 ნახვა
საზოგადოება
საზმაუს სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. თავმჯდომარის კანდიდატებად ორი მეურვე გია იაკობიძე და გიორგი ნიჟარაძე დასახელდნენ, თუმცა ორივე მათგანმა თვითაცილება მოითხოვა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 17 აპრილამდე ისევ გრიგოლ გოგელია დაიკავებს. აღსანიშნავია, რომ მორიგი კენჭისყრა შესაძლოა, 17 აპრილამდე ჩატარდეს, თუმცა თუ ამ დრომდე არ მოხდა საბჭოს თავმჯდომარის არჩევა, არჩევნები უკვე საბჭოს ახალი შემადგენლობის ფარგლებში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ 23 მარტს, პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ორი ახალი წევრი აირჩია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტით წარდგენილმა კანდიდატმა, ბესიკ ლილუაშვილმა პარლამენტის დეპუტატთა ხმათა უმრავლესობა მიიღო (101). უმრავლესობის კვოტით წარდგენილმა ზაზა შათირიშვილმა კი პარლამენტის მხარდაჭერა 103 ხმით მიიღო.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)