|
2018-03-29 11:35:31, 1634 ნახვა
საზოგადოება
ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ჯონი სამხარაძის ინფორმაციით, ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ექიმმა აღნიშნა, ბიჭს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდება. "13 წლის ბიჭი შემოიყვანეს მრავლობითი ტრავმებით - თავის, სახისა და კისრის არეში. აღენიშნებოდა შეშუპება ორივე თვალის მიდამოში. ჩატარდა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, ქირურგიულ ჩარევას ბავშვი არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი მკურნალობა და მონიტორინგი", - განაცხადა სამხარაძემ. ცნობისთვის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. „112 - ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თავდამსხმელს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)