|
2018-03-28 12:49:24, 1410 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ არქივს უკრაინის არქივების დელეგაცია სტუმრობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის ხელმძღვანელი ტატიანა ბარანოვა, უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორი ნატალია მაკოვსკაია და კიევის სახელმწიფო არქივის დირექტორი სოფია კამენევა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის არქივების თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ასლების გაცვლასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე. დელეგაციის წევრები ეროვნულ არქივში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, დაათვალიერეს ეროვნული არქივის ახალი კინოდარბაზი, საგამოფენო პავილიონი, საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის არქივების მიერ ორგანიზებული გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ" ეროვნული არქივის პავილიონში 29 მარტს გაიხსნება.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)