|
2018-03-28 12:06:33, 1409 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ექვს მისამართზე ფიტნეს ზონები მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და სხვადასხვა უბანში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. მიმდინარე წლის გეგმის თანახმად, ფიტნეს ზონები ექვს მისამართზე: ქობულეთის N17-ში, წყნეთის N1-ში, ხაბეიშვილის N3-ში, ასევე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსის მიმდებარედ, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვარტლის II კორპუსის მიმდებარედ და ნუცუბიძის III მ/რ-ში მდებარე შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერში უკვე მოეწყო. „ჩვენ აქტიურად ვუწყობთ ხელს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას სხვადასხვა ასაკის მოქალაქეებს შორის. ამისთვის სპორტულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ვატარებთ და ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ვცდილობთ. რამდენიმე წლის წინ, სკვერებში და შიდა ეზოებში გადახურული ფიტნეს ზონების მოწყობა დავიწყეთ. ეს მოედნები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით ბავშვებში. გასულ წელს, ფიტნეს ზონები 17 მისამართზე, მიმდინარე წელს კი, უკვე ექვს მისამართზე მოეწყო“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)