20:20 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:13:23, 1350 ნახვა

საზოგადოება
„ნაციონალური მოძრაობა“ მარეგულირებელ კომისიებში არანორმალური ხელფასების შეკვეცას ითხოვს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევიდა, რათა ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ კანონში ცვლილა იქნას შეტანილი.

როგორც "მაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზანი ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების რეგულირებაა. 

"ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის შრომითი ანაზღაურების ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გულისხმობს „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას. 

კანონპროექტის მიღების მიზანია ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში შრომითი ანაზღაურების  რეგულირება.  კერძოდ, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირების წლიური შრომითი ანაზღაურება არაადეკვატურად მაღალია და არ შეესაბამება გაწეული სამუშაოების ხასიათსა და მოცულობას. მაგალითად, საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრის წლიური ანაზღაურება 246 272 ლარს შეადგენს, რაც თვეში 20 000 ლარზე მეტია, რაც სამჯერ აღემატება საქართველოს პრეზიდენტის ერთი თვის შრომის ანაზღაურებას. 

შესაბამისად,  კანონპროექტის  ძირითად  მოთხოვნას წარმოადგენს ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებში  კომისიის წევრებისთვის და ხელმძღვანელი პირებისთვის  თვიური შრომის ანაზღაურების ზედა ზღვრის დაწესება. ინიციატივის მიხედვით, მარეგულირებელი კომისიის წევრის, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების 1 თვის ოდენობას", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics