|
2018-03-28 11:07:51, 1425 ნახვა
საზოგადოება
კალაძემ ვიცე-მერს სთხოვა, სტიქიის შედეგად დაზარალებულების ნაწილს კომპენსაცია უმოკლეს ვადაში ჩაერიცხოთ
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს სთხოვა, იმ ოჯახების ნაწილს, რომლებიც 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაზარალდნენ, კუთვნილი კომპენსაცია დროულად ჩაერიცხოთ. როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ოჯახი, რომელსაც კომპენსაცია არ მიუღია. „მაშინ დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. დარჩენილია რამდენიმე ოჯახი, თუმცა შესაძლოა, ეს გარკვეულ ლეგიტიმურ მიზეზებს უკავშირდებოდეს. მინდა მივმართო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ამ ადამიანების კომპენსაციით დაკმაყოფილება უმოკლეს ვადებში მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დახმარების გარეშე არცერთი დაზარალებული ოჯახი არ უნდა დარჩეს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა მოგვარდეს. (NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)