|
2018-03-28 11:05:18, 1201 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ ლუქსემბურგში გამართულ სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის (ISBER) მიერ გამართულ სიმპოზიუმში. სიმპოზიუმზე მოხსენებით გამოვიდა ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, ანა გულბანი და საქართველოში ლაბორატორიის გაძლიერების პროგრამაზე ისაუბრა. წარმოდგენილი იყო პოსტერ-პრეზენტაციები. სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა და შეხვედრაზე მათ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული სიმპოზიუმი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების შეკრება და დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება და ახალი ინფორმაციის მიღება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და ბიოლოგიური და გარემო ობიექტების საცავთა საერთაშორისო ასოციაციის შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლას მოიცავს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)