|
2018-03-27 20:13:50, 1822 ნახვა
საზოგადოება
აუქციონზე გატანილი ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ 20 020 ლარად შეიძინა
აუქციონზე გატანილი ევკალიპტის ხე, რომლის საწყისი ფასიც 7000 ლარს შეადგენდა, 20 020 ლარად გაიყიდა. ხე „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ შეიძინა, სადაც რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია გაწევრიანებული. აუქციონს სულ ორი მონაწილე ჰყავდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მეორე მონაწილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანია იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას, თქმით, ევკალიპტის ხის შეძენით ივანიშვილს ოპოზიციამ მძლავრი მესიჯი გაუგზავნა. „დღეს ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მძლავრი გზავნილი, რომ არცერთ მსგავს გადაცდომას აღარ ვაპატიებთ. გამოწვევა მიღებულია, ბოლომდე მოგყვებით“, - აღნიშნა მელიამ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, ხის შესაძენად თანხის მობილიზება უახლოეს პერიოდში დაიწყება. დარეგისტრირდება სპეციალური ანგარიშის ნომერი, სადაც თანხის გადარიცხვას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)