|
2018-03-27 17:29:12, 1748 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება. „აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი საჯარო უწყება იქნება, სადაც ევროპული ტიპის გენერალური დირექტორატის პორტფელი შეიქმნება. ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნა პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მის დაქვემდებარებაში იქნება ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტები. ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოვალეობები იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა იქნება ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა. ცვლილებების თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნება ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველო კურირებდა). მთავრობის, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ამოცანაა კომუნიკაციის დაგეგმვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ინფორმირება, საკომუნიკაციო სტრატეგიის იმპლემენტაცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით უწყებაში არსებულ დეპარტამენტებშიც იგეგმება ცვლილებები. მთავრობის დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაზე. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში შეიქმნება დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო. დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისთვის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს არსებული ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს დამატება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)