|
2018-03-27 16:49:53, 2055 ნახვა
მსოფლიო
ლავროვი: უტიფრობის მოთმენას არ ვაპირებთ - დადასტურდა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ქვეყანაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის უტიფრობას არ მოითმენს და დიპლომატების გაძევებას უპასუხებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ლავროვმა აღნიშნა, როდესაც დიპლომატებს ქვეყანას ატოვებინებენ, ეს კოლოსალური ზეწოლის შედეგია. „ვუპასუხებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. ვინაიდან, ასეთი უტიფრობის მოთმენა არავის სურს, არც ჩვენ ვაპირებთ ამის მოთმენას. სხვადასხვა ქვეყნიდან ელჩების გაძევება ხდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც რამდენჯერმე განვაცხადეთ - თანამედროვე ევროპაში ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ქვეყანა დარჩა. როდესაც დიპლომატებს ქვეყანას ატოვებინებენ, ნათელია, რომ ეს კოლოსალური ზეწოლის და კოლოსალური შანტაჟის შედეგია, რომელიც ვაშინგტონის მთავარი იარაღიაა საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა ლავროვმა. ცნობისთვის, 20-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთი 4 რუს დიპლომატს გააძევებს, გერმანია 4-ს, უკრაინა 13-ს, ჩეხეთი 3-ს, ლატვია 1-ს, ლიტვა 3-ს, იტალია 2-ს, ფინეთი 1-ს, რუმინეთი 1-ს, დანია 2-ს, ესტონეთი 1-ს, ნიდერლანდები 2-ს, პოლონეთი 4-ს, ხორვატია 1-ს. ასევე, დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება კანადამაც მიიღო. ქვეყანა 4 რუს დიპლომატს აძევებს. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი იქნება გაძევებული და სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება. შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)