|
2018-03-27 16:45:37, 1396 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათობით ადამიანის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. „მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, რუს ხალხს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში", საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)