|
2018-03-27 14:13:55, 1463 ნახვა
პოლიტიკა
ილია ელოშვილი: გენერალურ გეგმაში გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განმარტებით, კომპანია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებულ თბილისის მიწასთსარგებლობის გენერალურ გეგმაში კერძო საკუთრებები არ არის გათვალისწინებული და უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები გამქრალია. ამის შესახებ ილია ელოშვილმა გენერალური გეგმის საჯარო განხილვის დროს განაცხადა, სადაც „სითი ინსტიტუტის“ მიმართ არსებულშენიშვნებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის მიერ შემოთავაზებულ გეგმაში უგულვებელყოფილია რეალობა. კერძოდ, არ არის გათვალისწინებული უკვე არსებული შენობების დიდი ნაწილი, ასევე, მთელი ქალაქის მასშტაბით გამქრალია უკვე არსებული კვარტალური გამწვანებები და მათ ადგილს განაშენიანების კოეფიციენტები ადევს. „რაც უფრო ზუსტია გენგეგმა, მით უფრო სწორ ინფორმაციას ასახავს ის დედაქალაქის მდგომარეობის შესახებ, ასევე, მით უფრო სწორად გამოყენებადია ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. დავალება, რაც მერიის მხრიდან კომპანიისთვის იყო მიცემული,არსებული გენერალური გეგმის განახლებაა.თუ საუბარია ქალაქის ირგვლივ და მის პერიფერიებზე საკრეკრეაციო და მწვანე უბნებზე, ძირითადი მატება სატყეო ნაწილიდან გამომდინარეა, რაც კარგია და რეჟიმებსამკაცრებს. რაც შეეხება საკუთრების კუთხით არსებულ მდგომარეობას, აღნიშნული მიმართულება შესასწავლია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. ელოშვილი ამბობს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მთლიანად იგნორირებულია და წაშლილია მწვანე არეალები, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი ნებისმიერი არგუმენტი თბილისის მერიისთვის მიუღებელია. „ნებისმიერი არგუმენტაცია, რაც ამ ქმედების მიღმადგას, ჩვენთვის მიუღებელია. თუ საუბარია გენერალური გეგმის განახლებაზე, ის რაც გვქონდა, მინიმუმ უნდა დარჩენილიყო და მისი იდენტიფიკაციამომხდარიყო. აღნიშნული დოკუმენტისმიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს, რომელიც მას დახედავს, უჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლიაყველგან. მეორე ვარიანტი კი, რასაც ჯგუფიგვთავაზობს, ინვენტარიზაციის თავიდან ჩატარებაა, ანუ მშენებლობა დაეფუძნოს მწვანე არეალს და არა პირიქით, მშენებლობას დაეფუძნოს მწვანე არეალი. ასე რომ ხდებოდა, ცუდი იყო და ამ შემოთავაზებას გაუარესებისკენ მივყავართ“, - აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.
(NS)
გურჯაანში ავარიას 9 წლის ბავშვი ემსხვერპლა - ოჯახის სამი წევრი კი დაშავდა
გახარია კობახიძის ევროპაში ვიზიტზე - სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა
მიჩიგანის შტატში სენატორის ადგილი მუსლიმმა დემოკრატმა აბდულ ელ-საიდმა მოიპოვა
გერმანიამ დემოკრატებს აშშ-ის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)