06:46 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 11:01:18, 1491 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანები, რომლებმაც ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გამთლიანების მტრები არიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გამთლიანების მტრები არიან. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს შექმნილ ვითარებაში ამაზე საუაბრი, შერიგების პოლიტიკას გააგრძელებს:

 „ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის ნეშტი- არჩილ ტატუნაშვილის , რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით იქნა დაჯილოდებული, ვინაიდან მტრებმა ვერ გატეხეს, ვერ შელახეს მისი ღირსება და მართლაც ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი. მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას,რომ ადამიანებმა, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, მიზნად დაისახეს, და ეს ადამიანები გახლავთ ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გამთლიანების მტრები. ამიტომ, ქართული სახელმწიფო, პირველ იგში უნდა ითქვას, რომ  გააგრძელებს ( რაოდენ რთულიც არ უნდა  იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა, და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ) თანმიმდევრულად შერიგების პოლიტიკას",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს სთხოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა  მოკლე პერიოდში წარმოადგინოს:

“ მე ვთხოვ ქეთევან ციხელაშვილს , დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების , პაკეტის განხილვა, რომელიც თქვენ გაქვთ მომზადებული და მოვუწოდებ პარლამენტს, რომ დავჯდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ვახორციელებდით ამ უმძიმეს ინციდენტამდე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. და რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები იქნან დასჯილი”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics