19:21 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 15:10:31, 1586 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება, საწყის ეტაპზე, მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

26 მარტიდან 5 აპრილამდე,  სამინისტროს თანამშრომლები განაცხადებს ბათუმში, აღმაშენებლის ქ.N19-ში მიიღებენ, რათა დევნილ ოჯახებს ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროისა და ხარჯის პრობლემა არ შეექმნათ.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმში, განაცხადების შევსების პროცესს უშუალოდ გაეცნო.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 9 მილიონი ლარი გამოიყო. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics