|
2018-03-26 14:17:39, 2341 ნახვა
საზოგადოება
შუქრუთის მაღაროდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროდან გარდაცვლილი მუშა ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის 6 საათი გაგრძელდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. მაღაროში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ჯორჯიან მანგანეზმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ წინასწარი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ნაწილი გამთენიისას ჩამოიშალა, რა დროსაც ერთ-ერთი მუშა, ზაზა აბრამიშვილი ჩაკეტილ ნაწილში აღმოჩნდა და ჩამოშლილი მასის ქვეშ მოყვა. „მიღებული ტრავმების შედეგად, ის ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცის მაღაროდან გამოყვანის სამაშველო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა, სადაც ჩართულები იყვნენ ჭიათურის მადნის გადამამუშავებელი კომბინატის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მომხდარი ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს“,- ნათქვამია განცხადებაში. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)