|
2018-03-26 13:56:45, 1332 ნახვა
საზოგადოება
ოქროყანაში სამისამართე აბრების დამონტაჟება მიმდინარეობს
ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე, სამისამართე აბრების განთავსება მიმდინარეობს. ქუჩის სახელწოდებისა დ ა ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების დამონტაჟების სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. სამისამართე აბრები ოქროყანაში არსებულ ყველა ქუჩაზე დამონტაჟდება. „დავიწყეთ ქუჩების დამისამართება მთელი ქალაქის მასშტაბით. პირველ ეტაპზე, განხორციელდება შემოერთებული ტერიტორიების დამისამართება. ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ზოგადად, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან სასწრაფოს, სახანძროს, პატრულის გამოძახების შემთხვევაში, კონკრეტულ ლოკაციაზე დროულად მისვლა ძალიან რთულდება. ცუდია, როდესაც განვითარებულ ქალაქებში სამისამართე აბრები არ არის და ნებისმიერ გამვლელ ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, გაიგოს, ზუსტად სად, რომელ ქუჩაზე იმყოფება. ჩვენ ქალაქში აღნიშნულ პრობლემას მოვაგვარებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა. აბრების დამონტაჟების თხოვნით, თბილისის მერიასა და საკრებულოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მიმართა. ოქროყანაში სამისამართე აბრის გარეშე 30-მდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევი იყო. სახელწოდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსებას დედაქალაქის მასშტაბით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აბრების მოსაწყობად, ბიუჯეტიდან 500 000 ლარია გამოყოფილი. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები იმყოფებოდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)