|
2018-03-25 16:34:22, 2222 ნახვა
საზოგადოება
გერმანიაში ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები ანტისაოკუპაციო აქციას მართავენ
გერმანიაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები ქალაქ მიუნხენში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. მათ პატივი მიაგეს საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის სოფო ყარალაშვილის განცხადებით, რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ადამიანებს, მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება მიეცეთ. „საქართველოში რუსეთი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ეწირებიან. ვგმობთ რუსეთის პოლიტიკას და მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ნაბიჯები. ასევე, თანადგომას ვუცხადებთ მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ვიმედოვნებთ, მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტი დაუსჯელი არ დარჩება. კმარა, რუსეთმა უარი უნდა თქვას საქართველოს ოკუპაციაზე და მისცეს ხალხს მშვიდობიანად ცხოვრების საშუალება“,-განუცხადა სოფო ყარალაშვილმა "ექსპრესნიუსს". აქცია, რომლის ლოზუნგია „არა ოკუპაციას!“, სოციალური ქსელის მეშვეობით, ქართველთა სათვისტომოს ხელშეწყობით დაიგეგმა და მას უცხოელებიც შეუერთდნენ. ანტისაოკუპაციო აქციის ჩატარებას მიუნხენში მცხოვრები ქართველები მომავალშიც აპირებენ. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|










epn.ge (@expressnews.ge)