|
2018-03-25 13:30:39, 1724 ნახვა
საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. აზერბაიჯანში რეიტინგული ვებ-პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ტელერეპორტაჟებს ამზადებენ. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა, სადაც ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს გაეცნენ. პრესტურის მონაწილეები რეგიონს დღეს დატოვებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა. გასული წლის მსგავსად, აჭარის შესახებ სტატიები, ტელე-რეპორტაჟები და გადაცემები 16 სამიზნე ქვეყნის მედიასივრცეში წელსაც მომზადდება. 2017 წელს, პრესტურით რეგიონს 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. წელს, არსებული მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება. რაოდენობის მიხედვით აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. ვიზიტორთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან 175 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 43%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)