|
2018-03-25 12:43:10, 1624 ნახვა
საზოგადოება
ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით, ოჯახების გაძლიერებისთვის განხორციელებული პროექტის შედეგები წარადგინეს
ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით საქართველოს 6 რეგიონში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებთან 9 თვის განმავლობაში პროფესიონალმა სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა იმუშავეს. შედეგთა ჩამონათვალშია: დასაქმება, ბავშვის რეინტეგრაცია, ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობა, პოზიტიური მშობლობის უნარების განვითარება, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება, შშმ პირებზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარება, ბავშვების ჩართვა სკოლამდელ და სასკოლო განათლების პროცესში, ოჯახური ურთიერთობების დარეგულირება და სხვ. შეიქმნა მიმღები მშობლების მომზადების ტრენინგ პროგრამა, აგრეთვე მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების, ნევადას შტატის, უოშოს ოლქის სოციალური მომსახურების, მინდობით აღზრდისა და შვილად აყვანის დეპარტამენტის ტრავმაზე ფოკუსირებული ტრენინგ-პროგრამის გაზიარება, რის საფუძველზეც გადამზადდა ქვემო ქართლის რეგიონის 25 მიმღები მშობელი. ჩატარდა საჯარო სკოლების მოზარდებისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარების ცნობიერების ასამაღლებელი დისკუსიები, რომელსაც უძღვებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული, წარმატებული ახალგაზრდები/თანასწორგანმანათლებლები. ისინი შეხვდნენ 500 მოზარდს (14 საჯარო სკოლა და 12 მცირე საოჯახო ტიპის სახლი), საქართველოს 5 ქალაქში და 4 სოფელში. დისკუსია ეხებოდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას, ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, წარმატების მიღწევის გზებს და სტიგმის დაძლევას. პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ და განხორციელდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)