|
2018-03-24 12:30:12, 2530 ნახვა
მსოფლიო
აშშ და ევროპის 20 ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებას აპირებს
ამერიკის შეერთებული შტატები და 20-მდე ევროპული ქვეყანა რუსი დიპლომატების გაძევებისთვის ემზადება, - ამის შესახებ The Times იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნები იმ რუს დიპლომატებს გააძევებენ, რომლებიც ე.წ. რუსეთის ჯაშუშურ ქსელთან არიან კავშირში. მედის ცნობით, ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის გამოსახატად მიიღებენ. ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას მიიღებს. გამოცემა წერს, რომ გაძევების პროცესი 26 მარტს დაიწყება. აღნიშნულ პროცესში ჩართულია: საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია და კიდევ 9 ქვეყანა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი მოსკოვიდან მათ წარმომადგენელს სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამო, გამოიწვევს. ცნობისთვის, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)