|
2018-03-23 15:05:13, 1644 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია
თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარია სოციალურ საწარმო „სხივს“ ეწვია, სადაც დასაქმებულ შშმ პირებს შეხვდა და მათ მიერ დამზადებული ხის ნაკეთობები დაათვალიერა. საწარმოში ძირითადად, ხის, ეკოლოგიურად სუფთა განმავითარებელ სათამაშოებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საკანცელარიო ნივთს, ასევე, სუვენირებს ამზადებენ. „საწარმოში ოცამდე ბენეფიციარია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ასეთი საწარმო გვქონდეს და ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, რათა პირველ რიგში, ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ხოლო მეორე მხრივ, ყველამ გამოიყენოს ეკოლოგიურად სუფთა, ხის არაჩვეულებრივი ნივთები“, - აღნიშნა სოფო ხუნწარიამ. სოციალური საწარმო თბილისის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ყოველწლიურად 11 000 ლარით ფინანსდება. პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვან პირთა გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობას.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)