|
2018-03-23 14:57:38, 1530 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში მივიდა. უწმინდესმა ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ყოფილი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. ტატუნაშვილის ოჯახში ილია მეორე სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს. პატრიარქთან ერთად მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები იმყოფებიან. უწმინდესს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილს 24 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. მისი ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შემდეგ, ტატუნაშვილი წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)