|
2018-03-23 14:40:04, 1465 ნახვა
პოლიტიკა
ლუკაშენკო რუსეთთან დიალოგზე: ორივე მხარემ ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და საუბარი დაიწყოს
„თქვენო უწმინდესობავ, უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენი ქვეყნის გვერდით ვიქნებით“, - ასე მიმართა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ვიზიტის დროს. როგორც ლუკაშენკომ შეხვედრისას აღნიშნა, ქართველ და ბელარუს ხალხს შორის ყოველთვის ძალიან თბილი ურთიერთობები იყო. "თქვენ ნამდვილად ხართ ჩვენი ჭეშმარიტი ძმები. ჩვენ არ ვართ უცხოები. ძალიან ბევრს მივაღწიეთ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. მახსოვს ის სიტყვები, რომელიც პირველად მითხარით - "დიდხანს გელოდითო". ჩემთვის სასიხარულოა, ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრისთვის დრო გამონახეთ და თქვენი ნახვის შესაძლებლობა ისევ მომეცა. პირობას გაძლევთ, რომ თქვენს შეუდარებელ ქვეყანაში რაც შეიძლება ხშირად ჩამოვალ. თქვენ ძალიან პატივცემული ადამიანი ხართ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში. მინდა გადმოგცეთ მოკითხვა, ჩვენი პატრიარქისგან და სხვა სასულიერო პირებისგან", - განაცხადა ლუკაშენკომ და საქართველო-ბელარუსს შორის მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსაც გაუსვა ხაზი და დასძინა, რომ ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. მანვე აღნიშნა, რომ ბელარუსი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "თქვენო უწმინდესობავ უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. თქვენ აძლიერებთ სახელმწიფოს და ქართულმა ეკლესიამ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას შეუწყო ხელი. ასევე უნდა აღვნიშნო ქართულ-რუსული ურთიერთობები. ჩვენი მომხრე ვართ, ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. საქართველოს ხელისუფლებას ხშირად ვესაუბრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ მიუხედავად ყველანაირი უთანხმოებისა დიალოგი რუსულ მხარესთან საჭიროა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს უკან ხალხი დგას და მათ სურთ მეგობრობა და მშვიდობიანი ცხოვრება. ვუთხარი ჩემს კოლეგას, რომ რუსულ-ქართული კონფლიქტი ეს არ არის კონფლიქტი ხალხს შორის, ეს არის კონფლიქტი ხელისუფლებებს შორის. ორივე მხარემ ამბიციები გვერდზე უნდა გადადოს და საუბარი დაიწყოს", - მიმართა ალექსანდრე ლუკაშენკომ ილია მეორეს.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)